იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ აღიარებამდეც მივალთ - ბჟანია ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე
ბიჭვინთაში დასრულდა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და
ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის
ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა. ბჟანიას თქმით, ამ შეხვედრაზე დიდ
იმედებს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ ის ბიძგს მისცემს მათ
ურთიერთობას.
"აფხაზია ინფორმის" ცნობით, შეხვედრაზე არაერთი ეკონომიკური საკითხი განიხილეს. რაც შეეხება ბელორუსის მიერ აფხაზეთის "რესპუბლიკის დამოუკიდებლობის" შესაძლო აღიარებას, ე.წ. პრეზიდენტმა განმარტა:
"ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრს ამბობს, იმას, რომ, ჩვენი ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს. ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდეც. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია. ეს ფაქტია ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.
ლუკაშენსკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.
აფხაზეთში მის ჩასვლას გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად დარღვევა უწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების.
მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს და დამატებით განმარტებები მოსთხოვეს.
ლუკაშენკოს აფხაზეთში ყოფნა პრემიერმა და პრეზიდენტმაც დაგმეს. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს და ბელარუსს შორის.