მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - ნედ პრაისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა,
ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის
დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების,
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.
მან ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ნედ პრაისი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებებისთვის. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და შეცვალოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში", – განაცხადა პრაისმა.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე შეხვდა.
ლუკაშენსკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.
აფხაზეთში მის ჩასვლას გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად დარღვევა უწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების.
მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს და დამატებით განმარტებები მოსთხოვეს.
ლუკაშენკოს აფხაზეთში ყოფნა პრემიერმა და პრეზიდენტმაც დაგმეს. მათი განმარტებით, ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს და ბელარუსს შორის.