ახალი ამბები
„აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლი“, - ლუკაშენკოს პრესრელიზი „აფხაზურ მიწაზე“ გამართულ შეხვედრაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიული ადგილები მოინახულა. შეხვედრა გაიმართა აფხაზურ მიწაზეც, - ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასში აღნიშნულია, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ასლან ბჟანიასთან ერთად ეკონომიკური პროექტები განიხილა, თანამშრომლობის პერსპექტიული საკითხები ბელარუსსა და აფხაზეთს შორის. თუმცა პრესრელიზში ბჟანია სტატუსის გარეშეა მოხსენიებული.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ერთი დღით ადრე მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა აფხაზეთის პრობლემები.

"ამ საკითხებზე ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ. ის ჩემზე მეტად არის ჩაფლული აფხაზეთის პრობლემებსა და საქმეებში. ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ დასკვნამდე მივედით: აფხაზეთი არსებობს, რუკიდან ვერ წაშლი. ამას ვერანაირი სანქციები ვერ გააკეთებს. აფხაზეთი, როგორც ის ამბობს, არ უნდა იყოს მიტოვებული, ჩვენ უნდა დავეხმაროთ, რომ ამ აყვავებულმა რეგიონმა და აქ მცხოვრებმა ხალხმა ნორმალურად იცხოვროს", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ის აქ არ მოსულა იმიტომ, რომ "რაღაც განსაკუთრებული სიტუაციაა". მისი განმარტებით, ვითარება ნორმალურია, არ აწუხებთ არანაირი გეოპოლიტიკა. უბრალოდ აქვთ სურვილი თანხმობაში ცხოვრების.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე 28 სექტემბერს შეხვდა.

ლუკაშენსკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.

ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი იმედი გამოთქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის "აღიარებამდეც" მივლენ.

აფხაზეთში მის ჩასვლას გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად დარღვევა უწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების. იგივე თქვეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს და ბელარუსს შორის.

მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს და დამატებით განმარტებები მოსთხოვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.