პესკოვის თქმით, აფხაზეთის აღიარებაზე პუტინს და ლუკაშენკოს არ უსაუბრიათ
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა
დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთის აღიარების
საკითხი არ განუხილავთ.
მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, რომ "არა, ეს თემები დღის წესრიგში არ ყოფილა".
პესკოვის სიტყვებითვე, არ ყოფილა საუბარი არც ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების საკითხზე.
"ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა პესკოვმა.
მან დღესვე განაცხადა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე 28 სექტემბერს შეხვდა.
ლუკაშენსკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.
ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი იმედი გამოთქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის "აღიარებამდეც" მივლენ.
აფხაზეთში მის ჩასვლას გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად დარღვევა უწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების. იგივე თქვეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს და ბელარუსს შორის.
მანამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს და დამატებით განმარტებები მოსთხოვეს.