ევროკავშირი ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტს გმობს
ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს
თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში.
განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა
ავრცელებს.
მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ლუკაშენკოს არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.
"ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე 28 სექტემბერს შეხვდა.
ლუკაშენსკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზით არ ხდება და ეს ურთიერთობების გაღრმავებას უკავშირდება, თუმცა აქვე დასძინა, რომ ახლა "ერთმანეთის გაძლიერების"დროა.
ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი იმედი გამოთქვა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის "აღიარებამდეც" მივლენ.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ.
სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უხეშად დარღვევა უწოდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების. იგივე თქვეს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვიზიტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს და ბელარუსს შორის.