სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი გამარტივებულ შესყიდვებზე ინფორმაციას არ აქვეყნებს - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის თანახმად, 18
სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების
კონტრაქტებს არ აქვეყნებს. მათ შორის შინაგან
საქმეთა სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის
ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ორგანიზაციის
თქმით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა,
"დაფარული კონტრაქტები" არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად
ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს.
ჩამონათვალში პირველი მთავრობის ადმინისტრაციაა, რომელსაც არცერთი კონტრაქტი არ გამოუქვეყნებია.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენმა 11 კონტრაქტი გამოაქვეყნა. ბოლო კონტრაქტის გამოქვეყნების თარიღია 2019 წლის 16 დეკემბერი.
არასამთავრობო მანამდეც არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდებდა, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. რადგან პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა, "გამჭვირვალობა" მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან შეგნებულად არ ხდება.
"აღნიშნულმა უწყებებმა (ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში) სხვადასხვა დროს შეწყვიტეს გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება. ამასთან, ზოგიერთ მათგანს ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული. იმის ალბათობა, რომ ეს ორგანიზაციები გამარტივებული შესყიდვების გზით კონტრაქტებს არ აფორმებენ, ძალიან დაბალია. ის, რომ კონტრაქტები არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, 2019 წლის ოქტომბერში შსს-ს 100-ზე მეტი კონტრაქტის ერთობლივად გამოქვეყნებამაც დაადასტურა", - ვკითხულობთ კვლევაში.
მათივე განმარტებით, კონტრაქტების არსებობაზე მიანიშნებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შMP მოდულიც, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა მიჩნეულ იქნეს სამართალდარღვევად.
ორგანიზაცია ამბობს, რომ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, "დაფარული კონტრაქტები" არ უნდა არსებობდეს, რადგან ეს მნიშვნელოვნად ზრდის კორუფციული შეთანხმებების რისკს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, კონკრეტული პირების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულთანაც გვქონდეს საქმე, რითაც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.