ხვალ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება
ხვალ, პირველ ოქტომბერს სენაში საკრებულოს შუალედური არჩევნები
გაიმართება. მაჟორიტარ წევრს
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე
აირჩევენ.
შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 საარჩევნო სუბიექტი. ერთია "ქართული ოცნებიდან" ზაზა ყურაშვილი, მეორე კი მამუკა ტუსკაძეწ - "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის".
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოიყენებენ ვერიფიკაციის აპარატებს, ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონულ საშუალებებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სამივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები. შესაბამისად ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა სამივე უბანზე 2 307-ს შეადგენს.
არჩევნებს დააკვირდებიან როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება.
07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51 და ჩატი. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია მიიღონ ვიდეოზარის მეშვეობით.
მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი.
შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.
"მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში", - აცხადებს ცესკო.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად, პირველ ოქტომბერს გაიმართება. საკრებულო პირადი განცხადებით ენმ-ს წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ დატოვა. ოპოზიციური პარტია დეპუტატზე ზეწოლაზე საუბრობს "ოცნების" მხრიდან, მმართველი პარტია კი უარყოფს ბრალდებას.
საკრებულო ბოლოს შარშან, 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
2022 წლის 9 თებერვალს, სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", შეიკრიბა სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები. ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის უფლებამოსილება. აგრეთვე, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია "ქართულმა ოცნებამ" სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვდა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.