სენაკში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში დღეს საკრებულოს თეკლათისა და ჭალადიდის
ოლქის
მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.
რეგისტრირებულია ორი საარჩევნო სუბიექტი- ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაზა ყურაშვილი და პოლიტიკური მოძრაობა "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", გახარია საქართველოსთვის" და "ლელო" არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ იღებს მონაწილეობას.
სამ საარჩევნო უბანზე, სადაც კენჭისყრა მიმდინარეობს, 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
სენაკის # 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანიას განცხადებით, უბნებზე ხმის მიცემა დროულად, დარღვევების გარეშე 8:00 საათზე დაიწყო.

აღნიშნულ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს.
შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.
საკრებულო ბოლოს შარშან, 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.
2022 წლის 9 თებერვალს, სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", შეიკრიბა სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილებები. დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის უფლებამოსილება. აგრეთვე, გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია "ქართულმა ოცნებამ" სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვდა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობდა.
"ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში 16 წევრი ჰყავს.
ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. ეს მანამ, სანამ ენმ-ის დეპუტატი წარმომადგენლობით ორგანოს დატოვებდა. 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატია.