ეს არჩევნები არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში, მხოლოდ „ოცნების“ ინტერესს ემსახურება - ენმ
სენაკის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარე ლაშა კუჭავა აცხადებს,
რომ არჩევნები, რომელიც დღეს ტარდება სენაკის მუნიციპალიტეტში, არ
ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ემსახურება მხოლოდ "ქართული ოცნების"
ინტერესებს. მისივე თქმით, ამ არჩევნებს არც არასამთავრობო
ორგანიზაციები აღიარებენ.
კუჭავას განმარტებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ თუკი 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება საკრებულო, უნდა დაიშალოს და ხელახლა აირჩიონ. თუმცა მმართველი პარტია კანონმდებლობას არაფრად აგდებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ოცნების" პრიორიტეტი ხელისუფლება, ძალაუფლება და რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნაა, რასაც წარმატებით ახორციელებენ.
"სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ძალის ყოფილმა წევრმა უღალატა თავის პრინციპებს, საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ სოფელს, გაიყიდა, ისე როგორც სენაკის ბაზარში იყიდება მწვანილი. სამწუხაროდ ასე ადვილად გაიყიდა. შედეგად დადგა ის, რომ "ქართული ოცნება" სენაკში გაიფორმებს უმრავლესობას, რომელიც გააჩნდა ოპოზიციას და რომელსაც ვახტანგ წურწუმიას წყალობით და მისი ღალატის წყალობით მოიპოვებს", - განაცხადა ლაშა კუჭავამ.
მისი სიტყვებით, ოპოზიცია საკრებულოში ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. აღნიშნა, რომ ისინი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა სხდომას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის დეპუტატებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ ჩანიშნულ სხდომაზეც კი არ მისულან.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ უფრო მეტს იმუშავებენ და იბრძოლებენ და დარწმუნებული არიან, არა მარტო სენაკში, მთელ საქართველოში ჩამოცილდება რუსული ოცნება ხელისუფლებას და ქვეყანა განვითარების გზას დაადგება.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. მოსახლეობა თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", გახარია საქართველოსთვის" და "ლელო" არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ იღებს მონაწილეობას.
მმართველი პარტიის კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი მარცხია, რომლისთვისაც ისინი განწირულები არიან.