ახალი ამბები
„თუ უნდათ მათი პრობლემები უფრო მაღალ დონეზე იყოს, ჩამოსულ კანდიდატს მისცენ ხმა“ - დეპუტატობის კანდიდატი
FaceBook Twitter
E-mail Print
"მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე. ის მმართველი პარტიის ერთადერთი კონკურენტია დღეს. ამბობს, რომ მისმა გუნდმა გადაწყვიტა კანდიდატად სწორედ ის დასახელებულიყო და კენჭისყრაც კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებულიყო.

მამუკა ტუსკაძის განცხადებით, მათთვის, როგორც ახალი პოლიტიკური მოძრაობისთვის, მთავარია რაც შეიძლება მეტჯერ გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე, ჰქონდეთ მეტი საშუალება, მოსახლეობას საკუთარი პროგრამა გააცნონ, რაც შეძლეს და განახორციელეს კიდც თეკლათის თემში.

"დიდი იმედი მაქვს, რომ 2% ნიშნულს კი არადა, მეტ შედეგსაც მივიღებთ ამ არჩევნებში. კარგი საარჩევნო კამპანია გვქონდა, თავისუფალ გარემოში. მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა დათმო ეს არჩევნები და იმედი მაქვს, რომ 2024 წელსაც ასე იზამენ და დაუთმობენ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. შევძელით, რომ თითეულ ოჯახში შევედით თეკლათში. ყველგან ვიყავი მისული ჩემს მხარდამჭერებთან ერთად. თუ უნდათ, რომ მათი პრობლემები უფრო მაღალ დონეზე იყოს, ჩამოსულ კანდიდატს უნდა მისცენ ხმა", - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

მისგან განსხვავებით, სენაკის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავა აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ემსახურება მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს. სწორედ ეს არის ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი.

თავის მხრივ, მმართველი პარტიის კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი მარცხია, რომლისთვისაც ისინი განწირულები არიან.

სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. მოსახლეობა თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.