არჩევნებს კი არა, შესაძლოა ბოიკოტი საკრებულოსაც გამოვუცხადოთ - დეპუტატი გახარიას გუნდიდან
სენაკის საკრებულოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას
გუნდის წარმომადგენელი ედიშერ ბაღათურია
აცხადებს, რომ არა მარტო არჩევნებს, შესაძლოა საკრებულოსაც ბოიკოტი
გამოუცხადონ:
მისი სიტყვებით, ამ საკითხზე ჯერ პარტიაში კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
"ჩვენ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. შიდა კონსულტაციებს გავდივართ ამასთან დაკავშირებით", - აღნიშნა "გახარია-საქართველოსთვის" წევრმა.
ედიშერ ბაღათურია ამბობს, რომ დღევანდელი არჩევნები არის იმ უკანონო და უსამართლო ქმედებების გაგრძელება, რომელსაც "ქართული ოცნება" სენაკში უკვე ერთ წელზე მეტია ახორციელებს.
"ამ არჩევნებს არ აღიარებს არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო ორგანიზაციები. "ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი კანდიდატიც კი ვერ მოძებნა, ვინც კონკურენციას გაუწევდა მათ კანდიდატს და არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ეს ყველაფერი ჰგავს რუსეთის მიერ უკრაინის იოლქების აღიარებას, რომელსაც პუტინის გარდა არავინ აღიარებს", - განაცხადა ბაღათურიამ.
"ქართული ოცნების" ერთადერთი კონკურენტი სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძეა. ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე.
სენაკის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლაშა კუჭავა აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ემსახურება მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს. სწორედ ეს არის ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი.
თავის მხრივ, მმართველი პარტიის კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზი მარცხია, რომლისთვისაც ისინი განწირულები არიან.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. მოსახლეობა თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.