სენაკში 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 31.9%-ია
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა
აქტივობა 15:00 საათის
მდგომარეობით 31.9%-ია. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანიას განცხადებით, კენჭისყრა სამივე უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მანვე აღნიშნა, რომ უბნებზე შექმნილია შესაბამისი გარემო, რომ მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი დაუბრკოლებლად დააფიქსირონ.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. მოსახლეობა თეკლათისა და ჭალადიდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
სამ საარჩევნო უბანზე, ჯამში 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა", გახარია საქართველოსთვის" და "ლელო" არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ იღებს მონაწილეობას.