ახალი ამბები
ელექტრონულად დათვლილი ხმებით, სენაკში “ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად დასრულდა. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამის პროცედურების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა.

ხმების 96,68% , რაც 962 ხმაა, მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ კი 3, 32%, რაც 33 ხმაა.

ამონაწერის თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1021-მა ამომრჩეველმა, რაც სამივე უბანზე რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია.

"ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა საშუალება, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი, წინასწარი შედეგები", - განაცხადეს ცესკოში.

სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სამივე საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები.

ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა.

ოპოზიციის და არასამთავრობოების შეფასებით, დღევანდელი არჩევნები ცდება სამართლებრივ ჩარჩოს და მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება.

მმართველი პარტიის კანდიდატის ერთადერთი კონკურენტი, "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძე იყო.

საია სენაკში შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვდა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობდა.

ბრალდებები უარყო ცესკომ. ცენტრალური საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები დაინიშნა და ჩატარდა კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც დადასტურებულია სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებით. ამიტომ, კონკრეტული პოლიტიკური ძალების მხრიდან საუბარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლის შესახებ მანიპულაციურად და უსაფუძვლოდ მიაჩნიათ.

"ქართულ ოცნებას" სენაკის საკრებულოში ჯერჯერობით 16 წევრი ჰყავს.

ოპოზიცია 17 წევრით იყო წარმოდგენილი. მათგან 13 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. ეს მანამ, სანამ ენმ-ის დეპუტატი წარმომადგენლობით ორგანოს დატოვებდა. 4 კი "საქართველოსთვის" დეპუტატია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.