აღფრთოვანებული ვარ, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა - „ოცნების“ კანდიდატი
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა
ყურაშვილის განცხადებით, არჩევნების წინასწარმა
შედეგება ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მანვე აღნიშნა, რომ
კენჭისყრის დღემ მშვიდად ჩაიარა.
"რაც შეეხება შედეგებს, პრაქტიკულად აღფრთოვანებული ვარ. შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამარჯვებას ისედაც ველოდით, მაგრამ პროცენტულმა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა", - განმარტა ზაზა ყურაშვილმა.
თავის მხრივ, შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მმართველი გუნდის კანდიდატს მიულოცა მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, პოლიტიკური მოძრაობა "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის"თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ. მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ დღეს არჩევნები შედგა.
"ჩვენი შედეგი არ არის საკმარისი გამარჯვებისთვის და მინდა მივულოცო გამარჯვებულ კანდიდატს. ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა არ გამოტოვებს შემდეგშიც არცერთ არჩევნებს", - აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები, გამოკლებული წევრის ასარჩევად დასრულდა. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბამის პროცედურების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა.
ხმების 96,68% , რაც 962 ხმაა, მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა. მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, "მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ კი 3, 32%, რაც 33 ხმაა.
ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს" არჩევნებში პროტესტის ნიშნად არ მიუღიათ მონაწილეობა.
ოპოზიციის და არასამთავრობოების შეფასებით, დღევანდელი არჩევნები ცდება სამართლებრივ ჩარჩოს და მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესებს ემსახურება.