გვაწამებდნენ. გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს - ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის“ მებრძოლი
"აზოვის" პოლკის მეომრებს ტყვეობაში ყოფნისას რუსები ისე ექცეოდნენ,
როგორც ცხოველებს - აშიშვლებდნენ,
სცემდნენ, წებოვან ლენტებს აკრავდნენ და ამცირებდნენ, - ამის შესახებ
Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა ტყვეობიდან
გათავისუფლებულმა საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა. მან პირველად
ისაუბრა მედისთან ტყვებოს შესახებ.
ის ერთ-ერთი იყო იმ უკრაინელ მებრძოლებს შორის, რომლებიც ოკუპირებული მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხანაში რუსებმა ალყაში მოაქციეს. მას შემდეგ, მაისიდან სექტემბრის ჩათვლით პოლკი "აზოვის" დანაყოფის 108 მეომარი რუსეთში ტყვეობაში იმყოფებოდა. მათ ნაწილს სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებოდა. მეომრების გათავისუფლება მხოლოდ 22 სექტემბერს უკრაინასა და რუსეთს შორიოს ტყვეების გაცვლის ოპერაციისას მოხერხდა. ჯამში 22 სექტემბერს უკრაინამ 215 ჯარისკაცის ტყვეობიდან დახსნა შეძლო.
მიხაილო დიანოვი იყო იმ ტყვეებს შორის, რომლებიც რუს სამხედროებს დონეცკის ოლქის, ოკუპირებულ ილენოვკაში მდებარე კოლონიაში ჰყავდათ.
მიხაილო ამ ადგილს საკონცენტრაციო ბანაკად მოიხსენიებს და ყვება, როგორ აშიმშილებდნენ რუსი სამხედროები ტყვეებს.
"ისინი ისე გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. იქ შეუძლებელი იყო ჭამა. 30 წამს გვაძლევდნენ საჭმელად. ყველაფერი 30 წამში უნდა გვეჭამა. პური საგანგებოდ იყო შერჩეული ძალიან მაგარი. ბიჭები, რომლებსაც კბილები ამოგლიჯეს, ამ დროში ჭამას ვერ ახერხებდნენ. 30 წამი და მერე უნდა გაჩერებულიყავი, სასწრაფოდ უნდა ამდგარიყავი და გაგქცეულიყავი. ასე იყო ყოველ ჯერზე", -ამბობს დიანოვი.
მებრძოლმა ასევე აღწერა, თუ როგორ ყრიდნენ პატიმრებს სამარტოო საკანში და აწამებდნენ იმის გამო, რომ მათ "მიწიდან აიღეს კენკრა და ჭამეს" - მათ ჯოხებით სცემდნენ, იყენებდნენ ელექტროშოკს და ნემსებს არჭობდნენ ფრჩხილების ქვეშ.

"დამიჯერეთ, ერთთვიანი შიმშილობის შემდეგ, როცა თვალებს დახუჭავ, ივიწყებ ოჯახს, ქვეყანას, ყველაფერს. ერთადერთი, რაზეც ფიქრობ, არის საკვები", - ამბობს ტყვეობიდან გათავისუფლებული მებრძოლი.
გარდა ამისა, მებრძოლის თქმით, რუსი სამხედროები ერთ საკანში 150-ის ნაცვლად - 800 ადამიანს კეტავდნენ. ხალხმრავლობაში, სივიწროვეში ყოფნის გამო, მიხაილოს ფეხების პრობლემები აქვს - მას სიარული უჭირს.
რუსებთან ტყვეობაში ყოფნის ოთხ თვეში ის რადიკალურად შეიცვალა. მებრძოლმა 40 კგ დაიკლო და მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა.
გამოუსწორებელი ზიანი დადგა იმის გამო, რომ რუსი სამხდეროები დაჭრილ პატიმრებს თითქმის არ უწევდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებას. ტყვედ აყვანის დროს დიანოვს მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი. რუსმა სამხედროებმა მას "ოპერაცია" ბრტყელტუჩას გამოყენებით და ანესთეზიის გარეშე ჩაუტარეს.
ტყვეობაში ყოფნის დროს, სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო, ძვალი არასწორად შეეზარდა.
მკლავზე მაკორექტირებელი ოპერაციის გაკეთებამდე, მიხაილომ 20 კგ უნდა მოიმატოს წონაში. ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას კი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი დრო დასჭირდება.
"ყველა ტრავმირებულია. თავს ფსიქიკურად ძლიერ ადამიანად ვთვლი, მაგრამ ჩემთვის ბევრმა რამემ დაკარგა ფასი", - ამბობს მიხაილო.
რუსეთის არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.