რაკლი ბებუას ნათესავებმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართეს
მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებულ
აფხაზეთში
პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა და აქტივისტებმა.
აქციის მონაწილეებმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბებუას
გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვეს.
ირაკლი ბებუას ნათესავის, თამუნა ბებუას განცხადებით, ოჯახის მოთხოვნა 2 წლის თავზეც უცვლელია.
"ჩვენ გვინდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ მისგან დღემდე პასუხი არ გვაქვს. ადმინისტრაციიდან იყო პასუხი, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებდა ჩვენთან შეხვედრას, მაგრამ აუცილებლად მოხდებოდა. თუმცა 2 წლის თავზეც, ბატონი ირაკლი ვერ ახერხებს ჩვენთან კომუნიკაციის დამყარებას და ელემენტარული ოჯახის ნახვას და მოკითხვას. ირაკლი ბებუა დღემდე 2 წლის თავზე იმყოფება აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში და მთავრობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ახორციელებს არანაირ ქმედით ნაბიჯს, არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს, იმისთვის რომ გაათავისუფლონ ირაკლი"- უთხრა თამუნა ბებუამ ჟურნალისტებს.
ირაკლი ბებუა, ოკუპირებულ გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს, "აფხაზეთის გამარჯვების" ზეიმის პარალელურად, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო დააკავეს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში აფხაზმა მომხმარებლებმა გაავრცელეს თავდაპირველად, რომელსაც თან ერთვოდა სიძულვილის შემცველი კომენტარები. ზოგიერთი დაკავებულის სიკვდილით დასჯასაც ითხოვდა. ფეისბუკზე და აფხაზურ ფორუმებში ასევე ატვირთულია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებუა სავარაუდოდ გამოკითხვაზე იმყოფება. ვიდეოში ის ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს "აფხაზური დროშის" და აფხაზების საწინააღმდეგო. უბრალოდ ფიქრობს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების გაყოფის თარიღი. ახალგაზრდა მამაკაცი მომხდარით განაწყენებულ აფხაზებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობები სურს.
იმავე დღეს ირაკლი ბებუას სახლში ჩატარებული ე.წ ჩხრეკის დროს, დე ფაქტო მილიცია ირწმუნება, რომ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც თითქოსდა ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.
ხელისუფლების განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ პატიმართა გასათავისუფლებლად და ამისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებენ.