აფხაზეთში დაიწყო სამხედრო გაწვევა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ხელი მოაწერა
განკარგულებას 2022 წლის ოქტომბერ-დეკემბერში,
აფხაზეთის "მოქალაქეების" სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 18-დან 27 წლამდე იმ პირებს გაიწვევენ, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას.
ე.წ. მინისტრთა კაბინეტს, ქალაქ სოხუმის "ადმინისტრაციებს" და რაიონების დე ფაქტო გამგეობებს დაევალათ, უზრუნველყონ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
კრემლი რომ განიხილავს უკრაინასთან ომისთვის არა მხოლოდ რუსების, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზების შესაძლებლობას, ამის შესახებ "მედუზას", რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ სექტემბრის ბოლოს განუცხადა.
წყაროს ცნობით, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რამდენიმე ათასი ადამიანის იძულებით გაწვევა შეიძლება.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.