კიევმა ოფიციალურად თქვა უარი ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის
თანახმადაც ძალაში შევიდა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 30 სექტემბრის
გადაწყვეტილება. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის პასუხად მიღებული
გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა ოფიციალურად აცხადებს უარს რუსეთის
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. კიევი შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთთან
მოლაპარაკებას, სანამ მის სათავეში პუტინია.
30 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ანექსია, სადაც მანამდე, რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ "რეფერენდუმი" გაიმართა.
პარარელურად დამტკიცდა ტექსტი, უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.