ახალი ამბები
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "F5" გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალს, რომელსაც ორი - ლიტერატურული და მუსიკალური მიმართულება აქვს, ქალაქი 8-9 ოქტემბერს უმასპინძლებს.

ღონისძიების ფარგლებში მოუსმენენ პაატა შამუგიას, გიორგი კეკელიძეს, გიორგი ბუნდოვანს, ზაურ გერგედავას, დალილა გოგიას, გელა ჩქვანავას, დათო ლოგუას, გაგა ნახუცრიშვილს, ქეთი გზირიშვილს, ერეკლე დეისაძეს, გვანცა ჯობავას, ნესტან ნენე კვინიკაძეს, თორნიკე სიბაშვილს, ზეინაბ სარიას, ედემ კვირტიას და ნათია ალშიბაიას.

საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ერეკლე დეისაძე და ნათია ალშიბაია.

ფესტივალის მიზანი სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობაა.

რაც შეეხება ღონისძიების ორდღიან პროგრამას:

8 ოქტომბერი

ლიტერატურული პროგრამა:


17:00 საათი: ყოველდღიურ რუტინაში ჩაკარგული ჩვენი დიდი გრძნობები (რომანი და დოკუმენტური პროზა), საუბარი ნესტან ნენე კვინიკაძესთან, მოდერატორი: გვანცა ჯობავა;

17:30 საათი: პოეზიის თარგმნის სიძნელეები – შეხვედრა დალილა გოგიასთან, მოდერატორი გიორგი შონია;

18:00 საათი: ახალი ხმები ქართულ პოეზიაში, შეხვედრა ქეთი გზირიშვილთან და თორნიკე სიბაშვილთან, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;

18:30 საათი: ზაურ გერგედავას ახალი წიგნის – "შეშლილობის გამოცდილება" წარდგენა, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;

19:00 საათი: რას ნიშნავს "ჟანრული ლიტერატურა", საუბარი ზაზა კოშკაძესთან, მოდერატორი: გიორგი შონია;

19:30 საათი: ჟურნალ "ებგურის" წარდგენა. წარმდგენი: ზეინაბ სარია

მუსიკა: ნათია ალშიბაია

9 ოქტომბერი:

17:00 საათი: წიგნიერებისთვის. გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია.

17:30 საათი: ომში ყოფნა და ომზე წერა – გელა ჩქვანავას მოთხრობები და რომანები, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;

18:00 საათი: "არგადარჩენა" შამუგიას რეცეპტით – შეხვედრა პაატა შამუგიასთან, მოდერატორი: გიორგი შონია;

18:30 საათი: როგორ ვწერდით 90-იანებში – გიორგი ბუნდოვანი და გაგა ნახუცრიშვილი, მოდერატორი: ნიკა ლაშხია;

19:00 საათი: ანტისაბჭოთა მოძრაობა 60-იანი წლების ზუგდიდში და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის – საუბარი ედემ კვირტიასთან, მოდერატორი: დათო ლოგუა;

19:30 საათი: კულტურის დეცენტრალიზაცია, სპიკერები: ივა ფეზუაშვილი, პაატა შამუგია, ერეკლე დეისაძე, ნიკა ლაშხია, ზვიად კვარაცხელია და გიორგი შონია

მუსიკა: ერეკლე დეისაძე

ხელოვნების თანამედროვე ფესტივალი ზუგდიდში 2018 წლიდან ტარდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.