ენმ-ის მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს
სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით მარტვილში ერთი პირი
დააკავეს. "ლაივპრესის" ინფორმაციით,
დაკავებულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის
თავმჯდომარე და ამავდროულად მარტვილის საკრებულოს წევრი ზაალ
გოროზია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
"ლაივპრესი" დაუკავშირდა მარტვილის საკრებულოში ფრაქცია "ენმ-ს" თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს. თუმცა მათ გვითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან და ჩვენგან შეიტყვეს.
ცნობისთვის, ზაალ გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმაა.