ახალი ამბები
ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე, საქართველოს ბანკებში ახალი ანგარიში რუსეთის 45,349 მოქალაქემ გახსნა - IDF
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" კვლევას აქვეყნებს და იმ მიგნებებზე საუბრობს, რაც სამუშაო პროცესში გამოიკვეთა.

ორგანიზაციის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ.

ამასთან, აქტიური ანგარიშის მფლობელთა რიცხვი 60 ათასს აჭარბებს.

იგივე საანგარიშო პერიოდში, ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.

აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების დეპოზიტები 1,88 მილიარდი ლარია.

კვლევის თანახმად, ამ დეპოზიტებზე განთავსებული თანხების ნაშთი, ომამდე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი ლარით (+ 170%) გაიზარდა.

მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეების მიერ განთავსებული დეპოზიტების მხოლოდ 26%-ია ვადიანი დეპოზიტი, რაც ომამდე პერიოდში 60%-ს აღწევდა.

2022 წლის მეორე კვარტალში, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, 929,4 მილიონი რუბლი კი გაყიდეს, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მარტი-აგვისტოს პერიოდში, რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი, რაც დაახლოებით 6%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მიუხედავად სესხების თანხის შემცირებისა, 1,118-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.

"რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, სართველოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში რუსული რუბლის ბრუნვის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილული იქნას, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში რუსული რუბლის აქტიური შემოდინება, სანქციების მოსალოდნელი შედეგების გათვალისიწნებით რუსული რუბლით ვაჭრობის გააქტიურება და სხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის გააქტიურებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების განკარგვაში არსებული ფინანსების ზრდას", - ვკითხულობთ კვლევაში.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" მიიჩნევს რომ, რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში აქტიური შემოსვლით მოკლევადიან პერიოდში მიღებული გარკვეული დადებითი ეკონომიკური ეფექტის მიუხედავად, მათი ქვეყანაში დარჩენის მზარდი ტენდენცია შესაძლოა წარმოადგენდეს გამოწვევას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც საჭიროებს შესაბამის ღონისძიებებს რისკების შემცირების კუთხით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
24 წლის საბა კვირკვია, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, იპოვეს.
09:44 / 05.12.2022
24 წლის საბა კვირკვია, რომელსაც ოჯახი ორი დღე ეძებდა, იპოვეს.
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.