ახალი ამბები
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ მარტვილის საკრებულოს წევრს ბრალი წარედგინა
პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ენმ-ის მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოს წევრს, ზაალ გოროზიას ბრალი წარუდგინა.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა,

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, ზაალ გოროზია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ძმაა.