დადიანების ეზოში ცეცხლი გენერატორს გაუჩნდა - მუზეუმის დირექტორი
დადიანების ეზოში, იქ სადაც საშობაო მეჯლისისთვის სამზადისი
მიმდინარეობს, ხანძარი იყო.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დადიანების სასახლეთა
ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა დათო ოყუჯავამ
"ლაივპრესს" უთხრა, რომ ცეცხლი გაუჩნდა გენერატორს. მისი სიტყვებით,
სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე მივიდა და ცეცხლის ჩაქრობა
სწრაფად მოხერხდა. დათო ოყუჯავას განცხადებით, ცეცხლი მუზეუმების
მოშოროებით, სკეიტ პარკის სიახლოვეს იყო და არანაირი ზიანი არ
მოუტანია.
"ძალიან სწრაფად მოვიდნენ მეხანძრეები. ხანძარი 2 წუთ ნახევარში უკვე ჩამქრალი იყო. არაფერი არ დაზიანებულია, არც არავინ დაშავებულა", - თქვა დათო ოყუჯავამ.
შეგახსენებთ, რომ 5-დან 9 ოქტომბრის ჩათვლით, დადიანების მუზეუმი და ეზო დახურულია დამთვალიერებლებისთვის. სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი 29 სექტემბრიდან მიმდინარე სამუშაოებია პროექტისთვის - "საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში".
საახალწლოდ ზუგდიდში დადიანების მეჯლისის ტრადიციის აღდგენა შარშან დაიწყო. პირველი ღონისძიებაც გასულ წელს ჩატარდა.