კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა
10 ოქტომბერს, დილით, უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სულ მცირე
2 აფეთქების ხმა გაისმა, - ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია
პრავდა" და "უნიანი" ავრცელებენ. გამოცემები კიევის მერზე, ვიტალი
კლიჩკოზე დაყრდნობით წერენ, რომ აფეთქება შევჩენკოს უბანში, ქალაქის
ცენტრში იყო. ამდროისთვის სხვა დეტალები უცნობია. შემთხვევის
ადგილისკენ სასწრაფო-სამედიცინო და მეხანძრე-მაშველების ჯგუფები
მიემართებიან.
"რამდენიმე აფეთქება შევჩენკოს რაიონში - დედაქალაქის ცენტრში. ყველა შესაბამისი სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით", - წერს კლიჩკო ტლეგრამის არხზე.
რუსული არმია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.