კიევზე თავდასხმას სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 24
კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 8 ადამიანი
დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
სოციალურ ქსელში ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის
მრჩეველი, როსტისლავ სმირნოვი ავრცელებს. დეტალები ჯერ კიდევ
ზუსტდება. მათ შორის დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა.
"შევჩენკოვსკის რაიონში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა 24. ცეცხლი გაუჩნდა 6 ავტომობილს. ჯამში 15-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა", - წერს სმირნოვი.
გადაკეტილია დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
დღეს დილიდან აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში. მათ შორის კიევის გარდა ზაპოროჟიეში, სლავიანსკში, ლვოვში, დნეპროპეტროვსკში, ჟიტომირში, ხმელნიცკში. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ისმის განგაშის ხმა.
მსხვერპლის და დაშავებულთა შესახებ სხვა მონაცემები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.