რუსეთმა დილიდან უკრაინის წინააღმდეგ 84 რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,
დღეს დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ გამოიყენეს
84 რაკეტა და 24 უპილოტო საფრენი აპარატი.
"მათგან 13 იყო ირანული "შაჰიდი-136". განადგურდა 56 სამიზნე. მათ შორის 43 რაკეტა და 13 უპილოტო საფრენი აპარატი ( რომელთაგან "კამიკაძის" ტიპის 10-ია)...შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მიჰყევით საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს", - იუწყება უკრაინის გენშტაბი.
ამ დროის მონაცემებით, რომელიც უკრაინის ეროვნული პოლიციის სპიკერმა, მარიანა რევამ გაავრცელა, საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 მოქალაქე და 60-მდე დაიჭრა.
10 ოქტომბერს, დილით, რუსულმა არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის 15 ქალაქზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.