პუტინმა გააფრთხილა კიევი „ტერაქტების გაგრძელების შემთხვევაში“ მკაცრი რეაგირების შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიევი გააფრთხილა, რომ "თუ
უკრაინის
ხელისუფლებას კიდევ ექნება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა"
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რეაგირება იქნება მკაცრი.
"თუ ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი და თავისი მასშტაბებით რუსეთის ფედერაციის მისამართით მომდინარე საფრთხეების შესატყვისი...ამაში არავის შეეპაროს ეჭვი", - განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან ონლაინ თათბირის დროს.
როგორც მან აღნიშნა, კიევის რეჟიმი თავისი ქმედებებით, ფაქტობრივად, საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუტოლდა, ამიტომ უბრალოდ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება.
რუსეთის პრზიდენტის სიტყვებით, რუსეთის არმიამ ჰაერიდან, წყლიდან და ხმელეთიდან მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმა მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობის და საკომუნიკაციო ობიექტებს.
10 ოქტომბერს, დილით, რუსულმა არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის 15 ქალაქზე. ამ დროის მონაცემებით, რომელიც უკრაინის ეროვნული პოლიციის სპიკერმა, მარიანა რევამ გაავრცელა, საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 მოქალაქე და 60-მდე დაიჭრა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.