ახალი ამბები
მეწყერმა ქალაქის შესასვლელი ჩაკეტა - წალენჯიხის მერი
წალენჯიხის მერის განცხადებით, სტიქიამ მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად აზარალა და სოფლებში უმძიმესია მდგომარეობა. გია ხარჩილავას თქმით, მეწყერმა ქალაქის შესასვლელი ჩაკეტა.

"სტიქია მძვინვარებს. შტაბი მუშაობს ოპერატიულად. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე მივალთ. მობილიზებულია ტექნიკა", - აცხადებს მერი.

გია ხარჩილავასვე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების ყველაზე ძლიერი სტიქიაა წყალმოვარდნებთან და მეწყერთან ერთად.

მერის ცნობით, სოფელში მისი წარმომადგენლები მუშაობენ და ყველა ერთად მაქსიმუმს ცდილობს ზიანის შესამცირებლად.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ქალაქ წალენჯიხის, ქალაქ ჯვარის და ფახულანის, ლიის, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

დატბორილია გზები.

წვიმამ პრობლემები შეუქმნა ტრანსპორტსაც.