ოჯახები სასმელი წყლის, შუქის გარეშე, დამეწყრილი გზები - წალენჯიხაში სტიქიის შედეგებს სწავლობენ
სტიქიის შედეგებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ებრძვიან.
ძლიერი წვიმის გამო
დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების
სარდაფები და ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დაიმეწყრა ცალკეული ტერიტორიები. ჩამოშლილია ფახულანი-ჭველეს დამაკავშირებელი ხიდი. აქ ამ დროისთვის შეუძლებელია გადაადგილება.
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში 80-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი სასმელი წყლის მილების დაზიანების გამო.

სტიქიამ ჩამორეცხა შიდა საუბნო გზები. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მერიისვე ცნობით, აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას, რომელიც მეწყერის გამო ჩაიხერგა, ეს მონაკვეთი წუხელვე გაიწმინდა და მოძრაობაც აღდგა.
"მთელი ღამის განმავლობაში გზის მონაკვეთებზე მუშაობდა ტექნიკა და იწმინდებოდა გზები ჩამოშლილი შლამისგან.
სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგილებზე ეცნობა არსებულ პრობლემებს, რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა", - აცხადებენ წალენჯიხის მერიაში.