გალის რაიონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან [ვიდეო/ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში სტიქიის შედეგებს ებრძვიან.
ძლერმა
ქარმა ქალაქ გალში რამდენიმე ხე მოგლიჯა, უხვი ნალექის გამო
ადიდებულმა მდინარეებმა კი რაიონის განსაკუთრებით ზედა ზონაში, ქუჩები
და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. დაიმეწყრა ზოგიერთი
უბანი. როგორც გალის ტელევიზია იუწყება, ქალაქის დე ფაქტო
ადმინისტრაციის სამსახურები ასუფთავებენ ქუჩებს მოგლეჯილი ხეებისა და
ნაშალი მასალისგან.
"მიმდინარეობს წაქცეული ხეების გაწმენდა და გატანა, გარე განათების ბოძების, ღობეების და ქალაქის დაზიანებული უბნების აღდგენა...მიროტვორჩესკაიას ქუჩაზე ღამის განათების 4 ბოძიც წაიქცა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გზებისა და ტროტუარების გაწმენდას. უამინდობის შედეგები სრულად აღმოფხვრა უახლოეს მომავალში იგეგმება", - განაცხადა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი ადლეიბამ.

როგორც აფხაზური მედიასაშუალებები იუწყებიან, ოკუპირაბული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელობამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უხვი ნალექის გამო, მდინარე ენგურსა და მის შენაკადებში წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. ამიტომ გალელებს ურჩევენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მივიდნენ მდინარესთან ახლოს. ამავე ინფორმაციის თანახმად, არსებობს ტერიტორიების დამწეყვრის საფრთხე და მოსახლეობას ურჩევენ თავი შეიკავონ სახიფათო ზონებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებისგან.
10 ოქტომბერს, უხვმა ნალექმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთად პრობლემები შეექმნა დანარჩენ საქართველოში. კერძოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დაიმეწყრა ცალკეული ტერიტორიები.
მასალაში გამოყენებულია გალის ტელევიზიის გავრცელებული ფოტოები.