ხობში დაახლოებით 150-მდე სახლი დაიტბორა
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტშიც. გადაუღებელი
წვიმის
გამო ადიდებულმა დინარეებმა და ღელეებმა სოფლების ნაწილში მოსახლეობის
საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა
და კორპუსების პირველ სართულებზეც. ჯერ კიდევ დაუზუსტებელი
მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 150-მდე დატბორილ სახლზე.
წყალი დგას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის გზის ნაწილში, სადაც გადაადგილება შეზღუდულია.
"ლაივპრესს" ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაიამ განუცხადა, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. მისი სიტყვებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი დეტალური ინფორმაცია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს, სტიქიამ დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. სადაც ასევე ადიდებული მდინარეების გამო დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები. ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, დაიმეწყრა ცალკეული ტერიტორიები.
სტიქიის შედეგებს ებრძვიან ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონშიც. ძლერმა ქარმა ქალაქ გალში რამდენიმე ხე და გარეგანათების ბოძი მოგლიჯა, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარეებმა კი რაიონის განსაკუთრებით ზედა ზონაში, ქუჩები და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. დაიმეწყრა ზოგიერთი უბანი.