წალენჯიხის მერის ავტომობილი დაწვეს [ვიდეო]
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილი მის
საცხოვრებელ სახლთან დაწვეს.
მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით,
დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა.
მისივე ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
"მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის, თუმცა ვხედავთ რაც ხდება. მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციაში... მე სიტყვები არ მაქვს. რომ გითხრათ, რომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ნამდვილად არა", - ამბობს თამარ ბელქანია.