ახალი ამბები
წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ლაივპრესს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.

როგორც გია ხარჩილავა აცხადებს, დაუდგენელმა პირებმა მისი ავტომობილი საკუთარი სახლის წინ დაუწვეს.

მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა: "მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის, თუმცა ვხედავთ რაც ხდება. მანქანის ნაწილები გადატანილია პოლიციაში... მე სიტყვები არ მაქვს. რომ გითხრათ, რომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ნამდვილად არა", - ამბობს თამარ ბელქანია.