ახალი ამბები
ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილს შეიცავს - წალენჯიხის მერი ავტომანქანის დაწვაზე [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა, მისი ავტომანქანის დაწვის ფაქტს გარკვეულ აქტად აფასებს, რომელიც რაღაც გზავნილს მოიცავს. მერი ჟურნალისტებთან საუბარში ირწმუნება, რომ ტრანსპორტი გამართული იყო და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მითუმტეს ელექტრობასთან დაკავშირებული.

გია ხარჩილავას თქმით, წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს და ამხელს და შესაძლოა ამან ვიღაც გააღიზიანა.

"ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, ჩვენ პირდაპირ მოსკოვის სისტემიზირებული იპერიის გუბერნია, განშტოება ვართ და ის მეთოდები, რომელიც ძალიან ბუნებრივია რუსეთში, ჩანერგილია ალბათ აქ", - ამბობს მერი.

გია ხარჩილავას მტკიცებით, ავტომანქანაში, რომელიც პულტით იმართება, ყველაფერი გამორთული იყო, სწორედ ამიტომ გამორიცხავს თვითაალების ვერსიას. მისივე განმარტებით, გამთენიას, 4-ის ნახევარზე შვილმა გაიგო გასკდომის ხმა და ნახეს, რომ ავტომანქანას უკვე ეკიდა ცეცხლი. 112-შიც მაშინვე დარეკეს.

"ამ კვალს შეხედეთ, ფერდობი აქვს, დახრილობა აქვს და მანქანიდან გამოჟონილი სითხე ზევით ვერ ამოვიდოდა. აქ მთელი მექანიზმია ადგილზე წარმოდგენილი. მე ამის თქმის უფლებას მაძლევს ეს დაკვირვებები. მანქანაში ესხა 60 ლიტრი ბენზინი, იქ რამე რომ მომხდარიყო... ხომ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე?", - უთხრა მერმა ჟურნალისტებს.

გია ხარჩილავას თქმით, გამოძიებასაც იგივე უთხრა.

ავტომანქანის დაწვას მსხვერპლი არ მჰყოლია. არც არავინ დაშავებულა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გია ხარჩილავას ავტომობილის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ლაივპრესს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.