საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტს არ მიიღებენ შენგენის ზონაში
ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილებით, ვიზის მისაღებად ან შენგენის
ზონაში სამოგზაუროდ საქართველოს და უკრაინის
ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ.
ევროკავშირის ინფორმაციით, დიპლომატების ეს შეთანხმება პასუხია ერთის მხრივ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
"უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიით რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აშკარა უგულებელყოფა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინისა და საქართველოს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ევროკავშირი ერთიანად და მტკიცედ დგას ორივე ქვეყნის და მათი ხალხების გვერდით", - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკ რატუშანმა.
ევროკავშირისვე განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ არის აღიარებული, ან არაღიარების პროცესშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. გადაწყვეტილების მიზანია საერთო მიდგომის ჩამოყალიბება, გარესაზღვრის გამართული ფუნქციონირების და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დასაცავად.
ამ მანდატის საფუძველზე, ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა მზადაა ევროპარლამენტთან დისკუსიების დასაწყებად.