ხვიჩა კვარაცხელია უეფამ "აიაქსთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
უეფამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის - "ნაპოლი" აიაქსის"
საუკეთესო
მოთამაშედ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ორგანიზაციის გვერდზე აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება უეფა-ს ტექნიკურმა დამკვირვებელთა ჯგუფმა მიიღო საგოლე გადაცემის და გატანილი გოლის გამო.
"მისმა ტემპმა და დრიბლინგმა გუნდს კარგი საგოლე შანსები შეუქმნა", - აღნიშნულია უეფას გვერდზე.
ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა.
"ნაპოლიმ" შინ "აიაქსს" 4:2 მოუგო და ორი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური.
კლუბი 12 ქულით A ჯგუფის ლიდერია და 26 ოქტომბერს "რეინჯერსს" შეხვდება.