წალენჯიხელმა მოსწავლეებმა პატივი მიაგეს თბილისში დაღუპული მოზარდის ხსოვნას
წალენჯიხაში, საჩინოს თემის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა
პატივი მიაგეს ვაკის პარკის შადრევანში,
დენის დარტყმის შედეგად გარდაცლილი 13 წლის მარიტა მეფარიშვილის
ხსოვნას. ინფორმაციას ფოტოებთან ერთად, USAID სამოქალაქო
განათლების პროგრამა ავრცელებს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საქართველოს დროშა დაუშვეს და სანთლები დაანთეს.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში, ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში რჩება. ორი დაშავებულიდან ერთი მართვით სუნთვაზე იმყოფება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.