წალენჯიხაში ჩაასვენეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია [ფოტო]
წალენჯიხაში, მშობლიურ სახლში ჩაასვენეს უკრაინაში დაღუპული
ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია.
მებრძოლის ცხედარს ქალაქის ცენტრში უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდნენ ნათესავები, ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები და მოქალაქეები. წალენჯიხის მერიის შენობიდან ისმოდა საქართველოს და უკრაინის ჰიმნი.

"ეს ყოფილიყოს ბოლო მებრძოლი. ეს იყოს ბინძურ სისხლიანებზე გამარჯვებისთვის ბოლო. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. ჩემი ძმა იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩემი, თქვენი და ყველას თავისუფლებისთვის", - თქვა დაღუპული მებრძოლის ძმამ, ბაკურ კვარაცხელიამ.

ედიშერ კვარაცხელიას წალენჯიხაში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით 20 ოქტომბერს დაკრძალავენ. მანამდე მისი ცხედარი საკუთარ სახლში იქნება დასვენებული და მსურველებს შეეძლებათ მებრძოლისთვის პატივის მიგება.
ედიშერ კვარაცხელიას სამოქალაქო პანაშვიდი მანამდე გაიმართა როგორც უკრაინის დედაქალაქში, ასევე თბილისში. მისი ცხედარი საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოასვენეს.

ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა დონეცკის ოლქში სარაკეტო იერიშისას. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიმდინარე ომში დღემდე 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.