მდინარე ენგურის აუზში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო
მდინარე ენგურის და რიონის აუზებში ეკოლოგიური მონიტორინგი დაიწყო.
დაკვირვებას გარემოს ეროვნული
სააგენტოს სპეციალისტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
პროექტის"ევროკავშირი გარემოსათვის - წყლის რესურსები და
გარემოსდაცვითი მონაცემები" ფარგლებში ახორციელებენ.
პროექტის მიზანი წყლის რესურსების სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის აქტივობების მხარდაჭერაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზედაპირული წყლების მონიტორინგის სისტემების გაუმჯობესება, სააუზო მართვის გეგმების შემუშავება და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების და პროექტის ექსპერტების მიერ, კვლევები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიებზე, წინასწარ შერჩეულ საკვლევ წერტილებზე განხორციელდა. მიღებული შედეგების საფუძველზე, საკვლევი უბნების ეკოლოგიური მდგომარეობა შეფასდება.