კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი
-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 180კმ-184კმ (კალა-უშგული)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია.
კალა-უშგულის საავტომობილო გზაზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, 15 ოქტომბრიდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 17 ოქრტომბერს კი მოხერხდა მოძრაობის ცალმხრივად აღგენა.