ახალი ამბები
პროპაგანდა სოციალურ მედიაში და მასთან ბრძოლის გზები, ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს
FaceBook Twitter
E-mail Print
რა მასშტაბის საფრთხის შემცველია დღეს სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროპაგანდისტული კამპანიები, ვინ დგას მათ უკან და რა მიზნით - ეს ის თემებია, რაზეც ზუგდიდში, "სამართლიანი არჩევნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ცალკეული პირები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს, რათა საზოგადოებას მათთვის მისაღები შეხედულებები მოახვიონ თავს. მეტიც, დააჯერონ, რომ სიმართლე სწორედ ეს არის.

ერთ-ერთი ხერხია მკითხველის შეცდომაში შესაყვანად ფეისბუკ გვერდების ისე შეფუთვა, თითქოს რომელიმე მედიასაშუალებას წარმოადგენენ. ამასთან, ქმნიან ცრუ მხარდამჭერ გვერდებს, ხდება ნაციონალურ თუ რელიგიურ ღირებულებებზე აქცენტირებით, გარკვეული პროპაგანდისტული შეხედულებების გაზიარება, ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, მოქალაქეებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით.

"სამართლიანი არჩევნების" სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორის, ნინი გვილიას თქმით, ერთის მხრივ ხშირად ეხებიან საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის კონფლიქტის გაღვივებას და პოლარიზაციას. მეორეს მხრივ კი, საქართველო კვლავ რჩება რუსეთის სამიზნედ და საფრთხეებიც რუსული გავლენის გაფართოების არ მცირდება. პირიქით, რუსეთი ძალიან წარმატებით იყენებს ყველა რესურსს მიზნების მისაღწევად.

ნინი გვილია ამბობს, რომ ამ ყველაფრის შედეგია მათ შორის საზოგადოებაში ხელოვნურად დანერგილი შიშები, ერთმანეთის მიუღებლობა, რაც ხელს უშლის ჯანსაღ დისკუსიას.

ნეგატიური კამპანიების ფონზე კი, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს ელოდება.

მოლოდინის პარარელურად, სოციალურ ქსელებსა და სახელისუფლო მედიასაშუალებებში ხშირად გვხვდება ანტიდასავლური გზავნილები და დეზინფორმაციის საფუძველზე დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის შემთხვევები.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის განმარტებით საფრთხე არსებობს, საზოგადოებას შეერყეს ნდობა მოკავშირეების მიმართ, რომლებიც საქართველოს მუდმივად გვერდში უდგანან და იცავენ რუსეთისგან მომდინარე საშიშროებისგან.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ, უნდა შევხედოთ კრიტიკულად და მაშინათვე არ ავყვეთ ემოციებს, იმიტომ, რომ პროპაგანდისტულ აქტორებს როგორც წესი ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი საზოგადოების, თუ სოციალური ქსელების მომხმარებელთა ფისიქოლოგია, და იციან, რა თემები გამოიწვევს მათში გარკვეულ განცდებს. მნიშვნელოვანია არ ავყვეთ ამ პირველად განცდებს და როცა რაიმე ისეთ სათაურს გადავაწყდებით, ან სტატიას, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ცრუ, ყალბი და ჩვენ თვითონ არ ჩავერთოთ მის გაზიარებაში, სანამ არ გადავამოწმებთ და ასე შევამციროთ დეზინფორმაციის გავრცელების მასშტაბები", - უთხრა ნინი გვილიამ "ლაივპრესს".

იმისთვის, რომ უფრო მეტ მოქალაქეს შეხვდნენ და მოუყვნენ ამ საფრთხეების, დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რეგიონებში ხვდებიან სხვადასხვა თაობის ადამიანებს ღია თუ დახურულ ფორმატში.

არასამთავრობოს წარმომადგენლის თქმით, მათი მიზანია საზოგადოებას დაანახონ, რა ტიპის გამოწვევების პირობებში უწევთ ცხოვრება, რათა სწორი ინფორმაციის გაზიარებით, ადამიანებმა შემდეგ დამოუკიდებლად მოახერხონ თავდაცვა თავსმოხვეული გავლენებისგან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.