სამეგრელოში პასუხისგებაში მისცეს სასწავლებლის დირექტორი, მედდის ყალბი სერთიფიკატის გაცემისთვის
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,
კომერციული მოსყიდვისა და ყალბი
ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელო ზემო
სვანეთის რეგიონში, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი
მისცეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციის დირექტორი იყო, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის გარეშე, მოქალაქეს დაუმზადა და 3 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა მედდის სამწლიანი ტრეინინგ კურსის თითქოს დამთავრების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221 ე მუხლის მე 3 და 362 -ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახლით ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას.