უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის - მედია
დღეს დილით უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა რამდენიმე ოლქში.
აფეთქებების ხმა ისმოდა ზოგიერთ ქალაქში. დეტალები ზუსტდდება.
ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი
"ტელეგრამის" გვერდზე წერს, რომ "რუსულმა არმიამ რაკეტები სავარაუდოდ,
ქვეყნის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში გაისროლა", - წერს ის.
უკრაინული მედია კი იუწყება, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში აფეთქებების შედეგად ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მათ შორის არის ქალაქი ლუცკი, კოველი და ხმელინცკი.
განგაშის ხმა ჩართულია კიევისა და ლვოვში. მოქალაქეებს სიფრთილისკენ მოუწოდებენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.