მესტიაში 2 პირი დააკავეს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და
საბრძოლო მასალა ამოიღო.
თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და
იმერეთში 7 პირი დააკავეს. მათგან ორი სამეგრელოს რეგიონში.
კერძოდ, მესტიის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, 2 მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.