ახალი ამბები
ხელყუმბარის აფეთქების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა.

მათ საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდებათ.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.