ახალი ამბები
კრიზისი დასრულდა - სენაკის საკრებულოს ახლადარჩეული თავმჯდომარე
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი, საბა ოდიშარია, ოპოზიციონერი დეპუატების მონაწილეობის გარეშე აირჩია "ქართული ოცნების" 17-მა წევრმა.

სხდომა კენჭისყრამდე დატოვა ოპოზიციამ - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა. მიზეზად დაასახელეს ის, რომ დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებაზე იმსჯელებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა არ მოხდება. ოპოზიცია სხვა დანარჩენს სხდომებზე დასწრებას და მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლაშა კუჭავას განცხადებით, დღევანდელი სხდომა ნათელი მაგალითია იმის, რომ "ქართულმა ოცნებამ" "ყველანაირი ხერხების" გამოყენებით მიაღწია საწადელს - თანამდებობებს.

თანაგუნდელების მიერ ერთხმად არჩეულმა საბა ოდიშარიამ ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ნდომისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ დღევანდელი სხდომით სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასრულდა ერთწლიანი კრიზისი.

"ეს არის პრველი გადადგმული ნაბიჭი იმ ერთწლიანი კრიზისის დასრულებისკენ, რაც იყო ამ ქალაქში შექმნილი. ეს კრიზისი სრულად იქნება დასრულებული და საკრებულოს დანარჩენ პოზიციებს - ეს არის მოადგილეების და კომისიების წევრთა პოზიციები, გადაინაწლებენ უმრავლესობის შესაბამისად "ქართული ოცნების" წევრები", - განაცხადა საბა ოდიშარიამ.

ოპოზიციის პროტესტის შესახებ კი აღნიშნა, რომ მათ თავად განმარტეს ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

"ჩვენ ჩავატარებთ კანონის შესაბამისად საკრებულოს 17 წევრით, უმრავლესობით. კანონის შესაბამისად მივყვებით პროცესს. დავაკომპლექტებთ საკრებულოს და შევუდგებით მუშაობას საკრებულოში სენაკის მოსახლეობის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა მან.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ საკრებულოების ჩამონათვალში იყო, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაში იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ენმ-ის წევრმა ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო პირადი განცხადებით დატოვა, დეპუტატების რაოდენობა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში გათანაბრდა. მათ 16-16 წევრი ჰყავდათ.

ვითარება შეიცვალა 1 ოქტომბერს, როცა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა ვახტანგ წურწუმიას მიერ გამოთავისუფლებული ადგილის, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარის დასაკავებლად.

არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა და შესაბამისად მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლეობა მოიპოვა. დღევანდელი მდგომარეობით სენაკის წარმომადგენლობით ორგანოში "ქართულ ოცნებას" 17 დეპუტატი, ოპოზიციას კი 16 ჰყავს. აქედან 12 მანდატი "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 4 - გიორგი გახარიას პარტიას ეკუთვნის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.