ხერსონის ოლქში რუსეთმა დამატებით 1000-მდე მობილიზებული ჯარისკაცი შეიყვანა
უკრაინის ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე რუსულმა არმიამ
პოზიციები
გააძლიერა და საყოველთაო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 1000
ჯარისკაცი შეიყვანა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების
გენერალური შტაბი იტყობინება.
"ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მარჯვენა სანაპიროზე მტრის დაჯგუფება იზრდება 1000-მდე მობილიზებული სამხედრო მოსამსახურით. ისინი შესახლდნენ ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში, რომლებმაც დატოვეს ეს ტერიტორია", - ნათქვამია გენშტაბის დილის მოხსენებაში.
გენშტაბის მონაცემებითვე, ბოლო 24 საათში, რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართლებით 1 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა განახორციელეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. შედეგად დაზარალდა ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 6 დასახლებული პუნქტი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.