საპატრიარქო რეგულაციებს აწესებს მედიისთვის
საქართველოს საპატრიარქო მათ კუთვნილ სივრცეებში მედიის
წარმომადგენლებისთვის "ვითარების შესაბამისი"
რეგულაციებს აწესებს. განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია
ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, ამასთან, დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო.
ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ ისინი კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ და სარგებლობენ კანონიერი უფლებით, სხვა უწყებების თუ ორგანიზაციების მსგავსად.
მისივე განცხადებით, მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც კანონს ეფუძნება.
"საკუთრების უფლება ანიჭებს საპატრიარქოს შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის წესი. მითუმეტს, თუ აღნიშნული წესი ეხება საკითხის მოწესრიგებას. საპატრიარქო საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რის საფუძველზეც წინასწარ აცნობს საზოგადოებას, მედიას ინფორმაციას ცალკეული რეგულაციების თაობაზე. თითოეული რეგულაცია მიმართული იქნება საღმრთო მსახურების სათანადო წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად. გარდა იმისა, რომ ტაძრის შინაგანაწესის დაცვით აუცილებელია ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის გამოყოფილი ადგილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რიგ შემთხვევებში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს დასწრების საკითხი", - განმარტა დეკანოზმა.