ახალი ამბები
სენაკის არალეგიტიმური საკრებულო აგრძელებს კანონის დარღვევით საქმიანობას - არასამთავრობოები
FaceBook Twitter
E-mail Print
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო განაგრძობს კანონდარღვევით მუშაობას. მათ მაგალითად მოჰყავთ 25 ოქტომბერს თავმჯდომარის არჩევა.

განცხადების ავტორთა თქმით, სენაკის საკრებულო, კანონის მიხედვით არაუფლებამოსილია და ახალი საკრებულოს არჩევამდე, სენაკი კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოს გარეშეა დარჩენილი.

ისინი მოუწოდებენ მთავრობას, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა - მიიღოს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და შემოიღოს პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, რაც დროებით განხორციელდება მთავრობის მიერ დანიშნული რწმუნებულის, კოლეგიური ორგანოს, ან კანონის შესაბამისად განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, მანამ სანამ რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს უფლებამოსილება არ იქნება ცნობილი.

"სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი შეიქმნა იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მმართველმა პარტიამ, რომელმაც უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა, რამაც შეუძლებელი გახადა კვორუმის შედგენა და სენაკში დაიწყო "პროცედურული ომი". საკრებულო ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ვერ შეიკრიბა.

2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად, სენაკის 33 წევრიან საკრებულოში 16 მანდატი ეკუთვნოდა, "ქართულ ოცნებას", 13 - ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 4 კი პოლიტიკურ პარტიას "საქართველოსთვის". შესაბამისად, სენაკი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია ფლობდა. საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოვლინდა არაერთი პრობლემა. კერძოდ, პარტიის "საქართველოსთვის" პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, მმართველი ძალისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი რაოდენობის, 16-16, მანდატი დარჩა.

საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, რაც საკრებულოს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე. მმართველი პარტიის წევრების გარეშე კი სხდომის გასამართად აუცილებელი კვორუმი ვერ დგებოდა. შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული.

მაისში ძალაში შევიდა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს გამოკლებული წევრის უფლებამონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. კერძოდ: საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, "პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება." ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა. თუმცა, მაისის მიწურულს მაჟორიტარმა წევრმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კლავ 16 მანდატი დარჩა.

17 დეკემბრის შემდეგ, საკრებულოს შეკრების არაერთი მცდელობა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სენაკის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, 9-23 თებერვალს, კვორუმის არარსებობის პირობებში, ოპოზიციის მიერ გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესახებ. 2022 წლის 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო საკრებულოს მიერ 9-23 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 142-ე მუხლის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, რაც პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია. ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. საარჩევნო კოდექსის 1541 მუხლის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, ტარდება რიგგარეშე არჩევნები.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში შეუკრებლობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება და არ შემოიღო მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მთავრობის წინააღმდეგ და მოითხოვა სენაკში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმება. სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს სარჩელი იმ მოტივით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა მიღებული დადგენილება. რის გამოც, საიამ მთავრობის წინააღმდეგ დავა წამოიწყო სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კანონის პირდაპირი მითითების მიუხედავად, რომ მთავრობას შეეწყვიტა უფლებამოსილება სენაკის საკრებულოსთვის და დანიშნულიყო რიგგარეშე არჩევნები, დაინიშნა შუალედური არჩევნები ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად. ამან მმართველ პარტიას დამატებითი მანდატის მიღების შესაძლებლობა მისცა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოჰყვა", - ვკითხულობთ სამი ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნების", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ერთობლივ განცხადებაში.

25 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მმართველი გუნდის წარმომადგენელი, საბა ოდიშარია, ოპოზიციონერი დეპუატების მონაწილეობის გარეშე აირჩია "ქართული ოცნების" 17-მა წევრმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.