ომბუდსმენი ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების 5 შემთხვევას სწავლობს
სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელებსა და
მედიასაშუალებებში გავრცელებულ
ინფორმაციაზე, ბავშვების მიმართ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების
შესახებ.
კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედვით, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უცხო პირები სასწავლო დაწესებულებებთან თუ საჯარო სივრცეებში სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ბავშვებთან ურთიერთობის დამყარებას და მათთან ერთად სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე დაყოლიებას.
ომბუდსმენის აპარატი მსგავს 5 შემთხვევას სწავლობს. პარარელურად კი, მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს - განახორციელონ პროაქტიული და კოორდინირებული ქმედებები.
მათ შორის, ბაღებში, სკოლებსა თუ მათ მიმდებარე ტერიტორიაზე უცხო პირთა გადადგილება მკაცრად გაკონტროლდეს, ბავშვებისთვის საფრთხის, ან საფრთხის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებელმა პირებმა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მშობლებს და სამართალდამცავ უწყებებს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ბავშვებს და მშობლებს მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ იმოქმედონ მსგავს სიტუაციებში, საფრთხისგან თავის არიდების რა მექანიზმები არსებობს და ვის უნდა დაუკავშირდნენ.
ომბუდსმენის აპარატი მიმართავს საზოგადოებასაც, მსგავსი ფაქტების შემჩნევის შემთხვევაში გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დროულად მიმართონ სამართალდამცავებს, მათ შორის, დააფიქსიროს შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს - "112-ს".
"სახალხო დამცველი სავარაუდო შემთხვევებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას შეისწავლის და თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან რეაგიარების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს შეაფასებს", - ნათქვამია განცხადებაში.